19 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
მე-7 დღე თავისუფლებაზე, ნახევარი მილიონით - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, რომ ბანკში შეჭრილი და სამეგრელოში მცხოვრები ყოფილი სამხედრო ერთი და იგივე პირია

დევნა თუ ძებნა?! - ამ დრომდე უცნობია, ნაპოვნია თუ არა ტერორიზმში ბრალდებული მძარცველის კვალი. მე-7 დღე "საქართველოს ბანკზე" თავდასხმიდან და მე-7 დღე თავისუფლებაზე 500 000 დოლარით - ძებნის ოპერაცია, ამ წუთებშიც, თითქმის მთელი სამეგრელოს მასშტაბით მიმდინარეობს.

უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, რომ ბანკში შეჭრილი და სოფელ გრიგოლიშში მცხოვრები ყოფილი სამხედრო ერთი და იგივე პირია. ამ დრომდე არ კეთდება ახალი განცხადება. მედიასთან კი ისევ ყოფილი მძევლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ის მართლაც იყოს ბადრი ესებუა.

ოჯახი მას ხვალ სახლში ელოდება. ბადრი ესებუა ბოლოს სოფელში 21 ოქტომბრის 12:00 საათზე ნახეს, თუმცა მამა ამტკიცებს, რომ მას 17:00 საათზე ტელეფონით ესაუბრა.

დღის ამბები