დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეის მონაცემებით სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 123 ახალი შემთხვევაა. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯანდაცვის სისტემა არსებულ დატვირთვას უძლებს და დარწმუნებულია რომ პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს:
"მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა ჯანდაცვის სისტემა უძლებს და პასუხი შესაბამისია, რომ ეს ადამიანები მოვლილები არიან. რა თქმა უნდა კითხვები იქნება და ხარვეზი შეიძლება იყოს. მაგრამ მე ვსაუბრობ საერთო მიდგომით, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ დატვირთვას უძლებს და დარწმუნებული ვარ პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.