19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
პოლიცია ბადრი ესებუას ვერ პოულობს, ოჯახი კი ტერორისტული აქტის ბრალდებით ძებნილს მშობლიურ სოფელში დღეს ელოდება

პოლიცია ბადრი ესებუას ვერ პოულობს, ოჯახი კი ტერორისტული აქტის ბრალდებით ძებნილს მშობლიურ სოფელში ელოდება. საჯაროდ დადებული პირობის შესაბამისად, ესებუა, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ოფიციალურად ერთადერთი მონაწილეა, თბილისიდან სამეგრელოში დღეს უნდა დაბრუნდეს. ამ სცენარით მოვლენების განვითარებას მძიმე დანაშაულში მხილებულის მშობლები უკვე მესამე დღეა აანონსებენ. პირველი ვერსიით, 21 ოქტომბერს სამკურნალოდ წასულ ყოფილ სამხედროს ბრალდებებზე განმარტებები გუშინ უნდა გაეკეთებინა.

ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარის გაკეთებას ერიდებიან. 

"დღეს ელოდებიან, ოთხშაბათს ელიანო და ოთხშაბათი ხომ არის დღეს. ერთი კვირაა არ მინახია. მაგ ბიჭი არაა მაგის გამკეთებელი, უპატიოსნესზე უპატიოსნესია," - აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი გიორგი ესებუა.

კიდევ ერთი ნათესავი ნუგზარ ესებუა ამბობს, რომ ბადრი ესებუას ფილტვების პრობლემა ჰქონდა და თავის დროზე სამხედრო სამსახური ამის გამო მიატოვა. რაც შეეხება ოჯახში იარაღის ქონას, ნუგზარ ესებუა ამბობს, რომ ოჯახში გაფორმებული იარაღი ექნებოდათ.

დღის ამბები