"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ რიყეში ადგილობრივებს შეხვდა. გიგი უგულავამ მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.
უგულავას თქმით, რეგიონში გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა, რასაც მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც ემატება.