08 სექტემბერი 2026,   16:22
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ოჯახი საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ოჯახი ისევ საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს. თამარ სულაძის ინფორმაციით, ადვოკატებს ამ დრომდე არ აძლევენ იმ რუკების ასლებს, რომელიც ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტიდან ამიოღეს და რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულებაა.

ოჯახი ელოდება, რომ სიმართლე საქმეზე არჩევნების შემდეგ დადგინდება, რადგან ბრალის წაყენება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასათვის სწორედ პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

"არჩევნებისთვის იყო ეს დიდი სპექტაკლი დადგმული და არჩევნები, რომ ჩაივლის შეიძლება შერბილდეს ეს მდგომარეობა, მითუმეტეს, თუ მოვა კოალიცია მთავრობაში და თუ ერთპიროვნულად არ იქნება მმართველობა და მე მგონი, ერთპიროვნული არც კომუნისტების დროს ვარგოდა, არც „ნაციონალების“ დროს და არც ამათ დროს. არ უნდა იყოს ერთპიროვნული, უნდა იყოს ბევრი. ამ შემთხვევაში, ამისთანა საშინელებას ვერავინ ჩაიდენს და ვერ შეუკვეთავს იმიტომ, რომ თუ ერთი ნაწილი დააპირებს ამის თქმას, მეორე ნაწილი ამას ხელს შეუშლის," - აცხადებს ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე.

დღის ამბები