კორონავირუსისი მონაცემები განახლდა. 2,906-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი უკვე 19,810 ადამიანმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 3,070 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4,200; კოვიდ სასტუმროებში - 2324.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 37,263 -ია.