07 სექტემბერი 2026,   07:07
ვრცლად
ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - გიორგი მიქაუტაძის შემცვლელის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ამას გარდა ასარჩევია საბჭოს კიდევ ერთი წევრი.

კანდიდატებთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეები წინასწარ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

პროცედურის მიხედვით, კონფერენციაზე დამსწრე ყველა მოსამართლეს შეუძლია დაასახელოს სასურველი კანდიდატი, რომელიც იუსტიციის საბჭოში უნდა იყოს გამწესებული. 

დღეს ორ მოსამართლეს, შემდეგ კი იუსტიციის საბჭოს მდივანს აირჩევენ, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს ჩაანაცვლებს.  

დღის ამბები