გლდანში 79-ე საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება განახლდა. ადგილზე მყოფი პირები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. პოლიციამ ადგილიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, ჯერჯერობით უცნობია, მათი დაკავება მოხდა თუ ადგილიდან განრიდება.
ჯერჯერობით უცნობია, თავდაპირველად რის გამო დაიწყო დაპირისპირება ქართული ოცნებისა და ენმ-ს აქტივისტებს შორის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამართალდამცავები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.