06 სექტემბერი 2026,   23:42
ვრცლად
"გრცხვენოდეთ, საკრებულოს წევრები ძველ ბიჭებს რომ ხელმძღვანელობთ" - ზუგდიდში ენმ და "ოცნება" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, სოფელ ახალაბასთუმნის 33-ე საარჩევნო უბანი ერთ-ერთია იმ უბნებიდან, სადაც "ქართული ოცნება" ე.წ. კარუსელის დატრიალებას გეგმავს.

ანა წითლიძის განცხადებას მოყვა სიტყვიერი დაპირისპირება სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, მამუკა თოლორაიასთან, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. 

"მათ უკვე დაიწყეს მოძრაობა. მათ აქვთ დავალება, რომ რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ამ უბანში შევიდნენ და დაატრიალონ კარუსელი. ეს ხელისუფლება დასრულებულია, არცერთ ზედმეტ ბიულეტენს არ ჩაგაყრევინეთ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ხმებს,"-განაცხადა ანა წითლიძემ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცილისწამებაა და რადგან "ერთიან ნაციონალურ მოზრაობას" ზუგდიდში არჩევნები წაგებული აქვს, პროვოკაციაზე მიდიან. 

ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია. შემთხვევის ადგილი დატოვეს როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა.

 

 

დღის ამბები