ქუთაისში ბოლო მონაცემებით 73 813 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 47,62 პროცენტს შეადგენს.
მონაცემები, წინა არჩევნებთან შედარებით, 6% პროცენტით მეტია. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქოში შესულია 18 საჩივარი.
კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვილის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულია და შედეგებზე ვერ მოახდენს გავლენას.