24 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
ახალქალაქის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა 20 696 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 55.47%-ია

ზუსტად 8 საათზე, ახალქალაქის საარჩევნო უბნების უმრავლესობა დაიხურა. რამდენიმე წუთით დაგვიანდა იმ უბნების დახურვა, რომლებშიც პანდემიის რეგულაციების გამო, რიგები იყო. წელს ახალქალაქში ხმის მიცემის პროცედურა მშვიდად წარიმართა.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა ფანჯიკიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 20 696 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 55.47%-ს შეადგენს. 

"ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების მიხედვით აქტივობა ასეთია: მონაწილეობა მიიღო 20 696-მა ამომრჩეველმა, რაც არის 55.47%.

დარღვევები რეგისტრირებული არ გვაქვს, თუმცა მოსალოდნელია, რომ შემოვიდეს,"-განაცხადა პაატა ფანჯიკიძემ. 

ამ წუთებში, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. 

დღის ამბები