ცესკოს ბოლო მონაცემებით თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
საქართველოს დედაქალაქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს თბილისში მეორე ტურები გაიმართება. პირველ ტურში კი, ხმები ასე გადანაწილდა:
გლდანის მაჟორიტარული ოლქი ერთადერთია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს:
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია: 43,88 %
"ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან კობიაშვილი: 42,69 %
საბურთალო:
"ქართული ოცნების" კანდიდატი დავით სერგეენკო: 43,23%
ალეკო ელისაშვილი: 19,16%
სამგორი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი სოზარ სუბარი: 45,87%
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი 39,18%
ისანი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კახიშვილი: 46,74%
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე: 27,23 %
"სტრატეგია აღმაშენებლის" კანდიდატი გიორგი ვაშაძე: 13,77%
დიდუბე-ჩუღურეთი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი გია ვოლსკი: 42,76%
"გირჩის" კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე: 21,09%
ნაძალადევი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი: 43,76%
"ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი: 25,01%.
მთაწმინდა-კრწანისი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი ბექა ოდიშარია: 44,81%
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი შალვა შავგულიძე: 29,45%
ვაკე:
"ქართული ოცნების" კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 42,24%
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია: 35,55 %