17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
აჭარაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენებმა, შესაძლოა, უარი თქვან მანდატზე და ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ

ცენტარული საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების  საბოლოო შედეგების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბიკაში განცხადებები გაკეთდა როგორც ოპოზიციაში, ისევე მმართელ გუნდში. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენებმა თქვეს, რომ შესაძლოა, უარი თქვან მანდატზე და გადავიდნენ ბოიკოტის რეჟიმში. ისინი მმართელ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ერთად იბრძოლებენ, ხოლო ეს ერთობა იქნება ურყევი. 

"საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ყველაზე უფრო მზაკვარ პოლიტიკურ ლიდერსაც კი, ის გაეკეთებინა, რაც გააკეთა თავკერძა ივანიშვილმა. მან სსაქართველოში არჩევნები გააუქმა. ვინც შეეგუება საქართველოში არჩევნების გაუქმებას, ვინც მზად არის რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს ზურგი აქციოს, ნიშნავს რომ რომ ის გარიგებულია ივანიშვილთან. ყველამ იცოდეს, ბათუმშიც, თბილისშიც და მთელ საქართველოშიც გაიხსნება დემოკრატიული დაპირისპირების მძლავრი ფრონტი,"-აცხადებს პარლამენტის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" არმაზ ახვლედიანი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოპონენტებს უპასუხისმგებლო, მათ განცხადებებi კი არასერიოზული უწოდა. 

"ქართულმა ოცნებამ" მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა. რა თქმა უნდა, ამ შედეგით გაიმარჯვა კიდევ ერთხელ ჩვენმა სახელმწიფომ და არ მივცემთ არავის საშუალებას, რევოლუციური სცენარებით დააშინოს პოლიტიკური ძალები, მითუმეტეს mოსახლეობა. რა თქმა უნდა იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა. ეს არის კონკრეტული ძალების პასუხისმგებლობის, ამომრჩევლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მათ ნდობა გამოუცხადა,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები