17 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ქართული ოცნება" ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაში პარლამენტში 90 დეპუატატზე მეტს ვერ შეიყვანს

"ქართული ოცნება", რომელსაც ცესკოს მონაცემებით ხმების 48.22% პროცენტი აქვს, დარჩენილი ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაშიც კი, პარლამენტში 90 დეპუატატზე მეტს ვერ შეიყვანს.

მოქმედებს ე.წ. ჩამკეტი მაქანიზმი. ამ დროისთვის "ოცნებას" 61 პროპორციული მანდატი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შემდეგ მმართველ პარტიას 30 მაჟორიტარული ოლქი დარჩება, პარლამენტში "ოცნების" 91-ის ნაცვლად, მაინც 90 დეპუტატი შევა.

"ჩამკეტი მექანიზმით" მას ჩამოაკლდება 1 მანდატი და გადაეცემა მომდევნო, უკეთესი შედეგის მქონე პარტიას, ანუ "ნაციონალურ მოძრაობას".

ცესკოს ბოლო მონაცემები კი ასეთია: 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.22%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" - 27.14%
"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო" - 3.78%
"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 3.16 % ;
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.13%
 "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.15% "გირჩი" - 2.9%
"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" - 1.33%
"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1%

 

დღის ამბები