19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
სროლა ბათუმში - ინციდენტი პუშკინის ქუჩაზე ავტოგასამართ ობიექტთან მოხდა

სროლის ხმა ისმოდა ბათუმში. ინციდენტი პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ავტოგასამართ ობიექტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

თვითმხილველები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, რაც ძალადობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ტარებას გულისხმობს. 

დღის ამბები