"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რაფიკ ორუჯოვი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, განსაკუთრებით კი სიის მე-6 ნომრის დევი ჭანკოტაძის საარჩევნო შეხვედრებში. გავრცელებული ინფორმაციით რაფიკ ორუჯოვის მანქანაში აღმოჩენილია ელექტროშოკი.
ადვოკატი ბექა ბასილია მიიჩნევს, რომ სუს-ს გადაწყვეტილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზე ზეწოლა განახორციელოს და დააშინოს. უფლებადამცველის თქმით, ელექტროშოკი არანაირ კანონსაწინააღმდეგო ნივთს არ წარმოადგენს:
"არჩევნები ხომ გააყალბეს, ახლა უნდათ სუს-ის ძალით დააშინონ ჩვენი მხარდამჭერები და სუს-მა მოიცალა და ელექტროშოკზე დაიწყო გამოძიება და დასაკითხად დაიბარა რაფიკ ორუჯოვი, ის არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივისტი, მეწარმე ადამიანი. მინდა განგიმარტოთ, რომ ელექტროშოკი არანაირ კანონსაწინააღდმდეგო ნივთს არ წარმოადგენს. არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს ელექტროშოკზე. სუს-ი რომ იცლის ასეთი საქმეებისთვის, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ზეწოლა გადაწყვეტილი," - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.