საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართა.
სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური რამდენიმე დღის წინ აქციაზე მოიხსნა.
ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.