17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
მელიამ სამაჯურის მოხსნით აღკვეთი ღონისძიების პირობები დაარღვია - პროკურორი

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში  ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.

საგამოძიებო უწყება გირაოდ 100 000 ლარის შეფარდებას ითხოვს. უკვე ცნობილია რომ მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება. სხდომას ბრალდებული არ ესწრება.

როგორც პროკურორმა პროცესის დაწყებამდე განმარტა, ნიკა მელიამ სამაჯურის მოხსნით აღკვეთის ღონისძიების პირობები დაარღვია.

"პირველ ნოემბერს ბრალდებულმა საჯაროდ მოახდინა სამაჯურის მოხსნა და მოშორება. ეს სამაჯური იყო ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების საშუალება, მას ეს სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების შეცვლით,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.  

"ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას და მან არა ერთხელ დააფიქსირა, რომ ვინაიდან ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, იგი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული თავის დროზე, რომ ჩამოაცილონ ნიკა მელია აქტიურ პოლიტიკური პროცესებს. მათ შორის, არც გირაოს გადახდას, არც სხვა აღკვეთის ღონისძიებით თუ რაიმეს ახალს მოიფიქრებს სასამართლო და არ მგონია, რომ სასამართლომ ამ აბსურდულ შუამდგომლობაზე დააკმაყოფილოს,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

 

დღის ამბები