აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დაიშალა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა კვირას დედაქალაქში დაგეგმილი აქციის პარალელურად, ბათუმის აქცია დაანონსეს და თქვეს, რომ 8 ნოემბრის აქცია უფრო მასშტაბური იქნება.
აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კარავი გაიშალა. ოპოზიციაში ამბობენ რომ ყოველდღიურად გაიმართება მცირე აქციები, თუმცა მთავარი აქცია ოპოზიციამ 8 ნოემბერს ჩანიშნა.
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და 2020-ის არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს.