ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის წინ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვენ.
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციაზე ტრანსფარანტებითა და საყვირებით მივიდნენ. შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.