ეროვნული ვალუტის კურსი, ბოლო 4 დღეში, 12 პუნქტით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება, ამ დროისთვის, 3 ლარი და 36 თეთრია. დოლარის გარდა, დღეს ლარი ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის მთავარი მიზეზი, პანდემიასთან ერთად, მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. ხელისუფლება კი ლარის დევალვაციას დროებითს უწოდებს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების მოლოდინმა გამოიწვია.