ამ წუთებში ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან ხმაურია, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საოლქო კომისიის მიერ თითქმის ყველა ოქმი გადაიწერა.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და მოითხოვენ, მოპარული არჩევნების დაბრუნებას.
ვითარება ქუთაისის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.