17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
საოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

საოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გამოუშვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პროცესი ხვალ 13:00 საათზე განახლდება. შუამდგომლობა რომ პროცესი გადადებულიყო ჰქონდათ დაკავებულების ადვოკატებს. 

დაკავებულები აცხადებენ, რომ ბრალი, რომელსაც მათ გამოძიება ედავება, აბსურდულია. მათი თქმით, არ გაუწევიათ წინააღმდეგობა სამართალდამცველებისთვის.

დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველების დაუმორჩილებას ედავებიან.

დღის ამბები