ზუგდიდში პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ოფისი გაქურდეს. პარტიის წარმომადგენლის კობა ქანთარიას ინფორმაციით, წაღებული იყო კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთი.
სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი შემთხვევის ადგილთან ახლოს, მალევე დააკავეს.
როგორც "კურიერს" შს სამინისტროს განუცხადეს, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.