19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამ ეტაპზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებას გამორიცხავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ამ ეტაპზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებას გამორიცხავს. მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზად იყო, თუმცა ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის შესაფერხებლად.

პარალელურად კი კვლავ დაძაბული მდგომარეობა რჩება ყარაბაღში. აზერბაიჯანის ინფორმაციით, დასახლებული პუნქტების დაბომბვისას 27 სექტემბრიდან დღემდე 92 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 400 აჭარბებს. დაზიანებული და დანგრეულია 504 სამოქალაქო ობიექტი და 3 000-ზე მეტი საცხოვრებელი.

დასახლებული პუნქტების დაბომბვაში ადანაშაულებს აზერბაიჯანს სომხეთიც. არაღიარებული ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან სტეფანაკერტისა და შუშის ტერიტორიაზე ინტენსიური თავდასხმები გრძელდება. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია 3 დაღუპულის შესახებ. ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. 27 სექტემბრიდან დღემდე არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე 53 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

დღის ამბები