19 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
არ გვქონია მომენტი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეაგირება არ გვქონოდა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური აცხადებს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა 112-ს სამედიცინო ეკიპაჟის გამოძახებაზე რეაგირება არ ჰქონია.

მისი თქმით, თავიდან აუცილებელია ოჯახის ექიმთან კონსულტაცია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ პაციენტს საავადმყოფოში. 

"მოცემულ მომენტში 57 კლინიკა არის ჩართული კოვიდის მართვაში და მობილიზებულია 5000-ზე მეტი საწოლი კოვიდპაციენტებისთვის, სადაც მიმდინარე ეტაპზე 100-ზე მეტი საწოლია თავისუფალი. ეს არ არის იმის წინაპირობა, რომ 112-ზე შემოსული ყველა ზარის შემდეგ წავიყვანოთ და პირდაპირ ჰოსპიტალურ სექტორში დავაწვინოთ. ამისთვის საჭიროა ჩაერთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მოხდეს მათ მიერ პაციენტის შეფასება და მხოლოდ მაშინ განთავსდეს პაციენტი ჰოსპიტალურ სექტორში, რომ არ მივიღოთ გადატვირთულობა.

კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ არც ერთხელ არ გვქონია მომენტი, როდესაც გამოძახებაზე რეაგირება არ გაგვიკეთებია. შესაძლებელია სამედიცინო ბრიგადა იმავე წუთში არ გამოცხადდა ადგილზე გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო შეფასებული ექიმის მხრიდან პაციენტის მდგომარეობა და უნდა დავლოდებოდით. ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ზარი შემოდის და არის ისეთი გამოხატული სიმპტომატიკა, რომელიც ავტომატურად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ამ მომენტში აღარ ერთვება ექიმი და პირდაპირ გადის სამედიცინო ბრიგადა მისამართზე,"-განაცხადა მან. 

 

დღის ამბები