ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, 1800 სტუდენტის, კვალიფიკაციის ამაღლება მოხდა, რომლებიც კორონავირუსის მართვის საკითხებში ჩაერთვებიან. საუბარია მაღალი კურსის სტუდენტებზე.
"სტუდენტების ნაწილში, ჩვენ 1800-ზე მეტი სტუდენტის კვალიფიკაციის ამაღლება მოხდა უშუალოდ კოვიდის მართვის საკითხებში. აქედან 600-ზე მეტი სტუდენტი არის დარეგისტრირებული მოხალისის სახით, ხოლო მათ დასაქმება ხდება უკვე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება და ასეთივე პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება იმ ექიმებთან მიმართებაში, რომლებსაც ექიმის დიპლომი აქვთ და გარკვეული მიზეზების გამო, მათ შეწყვიტეს თავის სამედიცინო საქმიანობა. ეს პროცესი მთლიანად კოორდინირდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, უშუალოდ ყველა იმ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომლებიც ჩართულები არიან კოვიდის მართვაში," - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.