19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძე ისაუბრა. მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდეემის შეკავება ვერ მოხდება. 

"ეპიდსიტუაციისდა მიხედვით, შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს. იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები, ვინც უკვე გაიარეს პირველი ტალღა და გარკვეულად არიან მეორე ტალღის პიკებში და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა შევეცადოთ, რომ საქართველო გამოვიდეს მინიმალური დაზიანებით ამ პანდემიიდან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები