კორონავირუსით საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტი გარდაიცვალა. 86 წლის ინფიცირებული ქალი კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს.
კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს პნევმონია და გულის პრობლემები აწუხებდა, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკაში 90-მდე დადასტურებული და რამდენიმე საკვლევი პაციენტია მოთავსებული.