ოზურგეთის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სულ 5 პირია ინფიცირებული. მათგან ნაწილი გადაყვანილია კოვიდ კლინიკაში, ნაწილი სახლში გადის მკურნალობას.
როგორც მერის მოადგილე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, ყველა ის პირი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებს, იზოლაციაში იმყოფებიან.
"4-5 ადამიანია ინფიცირებული ამ დროისთვის. მხოლოდ ის ადამიანები მუშაობდნენ მერიაში, ვისი დისტანციური მუშაობა არ შეიძლებოდა. ამ წუთისთვის ყველანაირი სამუშაოები მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე, იზოლაციაში ვინცაა გადასაყვანი უნდა გადავიყვანოთ, შემდეგ კი არსებული რესურსით გააგრძელებს მერია ფუნქციონირებას," - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.