ბათუმში თბილისის მსგავსად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები მშვიდ ვითარებაში გაგრძელდება.
ბათუმში რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე, მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარავი. ისინი აპირებენ კიდევ რამდენიმე კარვის გაშლას.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავდივართ მოქმედების სხვა გეგმებზე, გავშლით კარვებს და 24-საართიან რეჟიმში ვიქნებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, არ შედის არცერთი პოლიტიკური პარტიისა და აქციაზე მყოფი არცერთი ადამიანის ინტერესში ექსცესები. ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი," - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ.