შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. ბრიფინგს "რუსთავი 2" დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ცესკო-სთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა, საპასუხოდ, პოლიციის მიმართულებით ქვები ისროლეს.
დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა. ასევე, დაზიანდა "რუსთავი 2-ის" კამერა და ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმა.