შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია.
"სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ კარგად მინდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია," - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
ცესკოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.