06 სექტემბერი 2026,   14:45
ვრცლად
ღუდუშაურის კლინიკაში ღამით აქციაზე დაშავებული 7 პირი შეიყვანეს - მათგან ერთი სამართალდამცველი იყო

ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ღამით 7 პაციენტი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი მათგანი კლინიკაში აღარ იმყოფება.

2 პაციენტს ზედაპირულ ჭრილობებზე თხემზე ჭრილობა დაუმუშავდა და გაუკერეს, მათგან ერთი სამართალდამცველი იყო თავის არეში დაზიანებით.

ექიმების განმარტებით, პაციენტებს შესთავაზეს კლინიკაში დარჩენა, თუმცა ყველა მათგანი საკუთარი ინიციატივით გაეწერა.

 

ავტორი : ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები