05 სექტემბერი 2026,   14:01
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის განცხადებით, გარდაცვლილია 61 წლის ქალი და 94 წლის მამაკაცი:

"აჭარაში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 1 ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 1 ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 61 წლის ქალბატონი და 94 წლის მამაკაცი, ორივე პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, აღენიშნებოდათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გარდა მაგისა თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და ჩატარებული მკურნალობისა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა," - განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები