ახლად შემოღებული რეგულაციების დარღვევის გამო, დაჯარიმებულებს შორის აღმოჩნდა ხატია დეკანოიძეც.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარი თქვა. დეკანოიძე ამტკიცებს, რომ წესი არ დაურღვია, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი.
2 ათასი ლარის ოდენობის საჯარიმო ქვითარი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნება.