გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ სასამართლო მტკიცებულებების განხილვის ეტაპზე გადადის.
ვრცელდება ინფორმაცია საპროცესო შეთანხმების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურაში მსგავს შეთანხმებაზე საუბარს უარყოფენ.
ბრალდებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, რომ სხდომაზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.