20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის, 27 წლის აიდა იანაკულოვას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებული ყაზახეთის მოქალაქეა.

"ბრალდება მას ედავება 266-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება-შენახვას და, ასევე, ედავება 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას გულისხმობს. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და იყენებს დუმილის უფლებას. წინასასამართლო სხდომა ჯერ არ ყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს მოქალაქე არაა, ყაზახეთის მოქალაქეა და მისი ოჯახის წევრები აქ არ იმყოფებიან,"-განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 27 წლის ქალი ნარკორეალიზატორთა ჯგუფის წევრია, ის ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება "მეფედრონს" და ინტერნეტით ყიდდა. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარია. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, პრეკურსორები და ლაბორატორიული ინვენტარი. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები