19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
"ლევანი მიშოს ყვირილმა გამოაღვიძა" - თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დამნაშავე დაკავებულია. 31 წლის პირს, განზრახ მკვლელობას ედავებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, მან ცივი იარაღით 2 ახალგაზრდას დაზიანებები მიაყენა.

ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ამის შემდეგ კი ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა. დაკავებულია ასევე 21 წლის გოგო, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

რას მოჰყვა დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია. დაჭრილი ბიჭის თანამშრომელი "კურიერთან" მომხდარის დეტალებს ყვება. 

"მიშოს არ ვიცნობდი, ვინც დაიჭრა ის არის ჩემი თანამშრომელი. ვიცი რომ ლევანის სახლში იმყოფებოდნენ, მიშო მასთან მივიდა და მან მიიყვანა ბიჭი და გოგო. როგორც ვიცი, ლევანს ეძინა და მიშოს ყვირილმა გამოაღვიძა, როდესაც ოთახში გავიდა მიშო დაბლა ეგდო ყელგამოჭრილი. მანამდე როგორც ვიცი, მშვიდად ისხდნენ და ლუდს სვამდნენ, პირველად ნახა ლევანმა ის გოგოც და ბიჭიც. ლევანი როდესაც ოთახში შევიდა, უცნობმა ბიჭმა მასაც ხელი სტაცა და ყელში დანა გამოუსვა, რის შედეგადაც დაიჭრა ყელის არეში," - აცხადებს  ლევან შაბურიშვილის მეგობარი თაია ცეკვავა.

ექიმის განცხადებით, წუხელ ღამის საათებში მათთან 35 მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც კისრის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა და თავის ზედაპირული ტრავმა ჰქონდა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

დღის ამბები