20 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
სომხეთმა აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ტერიტორიების გადაცემა დაიწყო

დღეს, სომხეთმა აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ტერიტორიების გადაცემა დაიწყო. აზერბაიჯანელებს გადაეცათ ქაშათაღის რაიონი, სადაც ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვებამდე საკუთარი სახლები დაწვეს და დაანგრიეს.

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებთან და კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში არსებული სტაბილურობის გამო.

პუტინმა ალიევს მოუწოდა, პასუხისმგებლობა აიღოს იმ ქრისტიანული ძეგლების უსაფრთხოებაზე, რომელიც აზერბაიჯანისთვის გადაცემულ ტერიტორიებზე დარჩა, რადგან ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ ერთი პირობაა.

ვითარება კვლავ დაძაბულია ერევანში, ქვეყნის პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იკრიბება და მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტას აპროტესტებს. აქციაზე აკავებენ ოპოზიციურ ლიდერებსაც. ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ოპოზიციური პარტია "სამშობლოს" ლიდერი დააკავეს.

დღის ამბები