19 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება - უკვე 23-ე დღეა ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

23-ე დღეა რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები ტექნიკას მუშაობის უფლებას არ აძლევენ. მათი თქმით, დღეს ტექნიკამ მუშაობა განაახლა, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე მყოფებმა მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდეს, კომპანიამ ტექნიკა გააჩერა.

ადგილობრივების თქმით, კომპანია "ენკა რინიუებლზი" სამუშაოებს ნებართვის გარეშე ასრულებს, ხელისუფლება კი მოსახლეოებასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს.

აქციის მონაწილეები, პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება. შეგახსენებთ, რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი, ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს, მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის როგორც ხეობას, ასევე მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

დღის ამბები