19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური - თამარ გაბუნია 12 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის თაობაზე აღნიშნა, რომ  ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის. 

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები