06 სექტემბერი 2026,   19:33
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" სარჩელიც არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური გაერთიანების საჩივარზე პირველი ინსტანციის სასამართლო გვიან ღამით გამართულ სხდომაზე მსჯელობდა.

ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება არჩევნები იქამდე შეეჯამებინა, სანამ საქალაქო სასამართლოში საჩივრების განხილვა არ დასრულდებოდა, სწორედ ამიტომ, ისინი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

"გვექნება დასაწერი სააპელაციო საჩივარი, ამ სარჩელების მიზანი არის ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ბოლომდე ლუსტრაცია"- განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საჩივრის განხილვა შედგა - საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანს უარი უთხრა.  

დღის ამბები