19 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი 12 წლის მოზარდი დიალეზს იკეთებდა - პაციენტი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა

COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის 12 წლის მოზარდია, რომელიც გართულებული სუნთქვის უკმარისობით, კვირას დილით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და როგორც კლინიკაში ამბობენ, ლაბორატორიულად კორონავირუსი დაუდასტურდა. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტს, რომელსაც დიალეზი ჰქონდა და განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროებოდა, მისი გადაყვანა თბილისის შესაბამის კლინიკაში უნდა მომხდარიყო, თუმცა პაციენტი კატასტროფის რეანომობილში, გზაში გარდაიცვალა. 

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 12 წლის მოზარდს კვლევებს სისტემატურად უტარებდნენ და ამ ხნის მანძილზე კორონავირუსი არ აღენიშნებოდა. თუმცა, 2 დღის წინ მოზარდის მდგომარეობა მისი დაავადების გამო დამძიმდა და საჭირო გახდა პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

"მას საკუთარი ქრონიკული მძიმე დაავადების გამო, დიალიზის ჩატარება ესაჭიროებოდა. ასევე დარღვეული იყო კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გამოძახებული იქნა კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. თუმცა, სამწუხაროდ, ტრანსპორტირებისას მისი მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან გარდაცვალება დაფიქსირდა," - აცხადებს ბათუმის დედათა და ბავშთა კლინიკის ექიმი თამარ ბახტაძე. 

 

 



 

 

 

დღის ამბები