თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" დროშების ჩამოხსნის საქმეზე "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქტივისტები შეიკრიბნენ და სიმბოლურად "ქართული ოცნების" დროშა აღმართეს.
აქტივისტების უფლებადამცველის განცხადებით, მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
საქმე ეხება არჩევნებამდე რამდენიმე კვირის წინ გლდანის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ ინციდენტს, სადაც "ლეობორისტული პარტიის" აქტივისტებმა "ქართული ოცნების" დროშები ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად საქართველოს დროშები დაკიდეს.