08 სექტემბერი 2026,   16:27
ვრცლად
სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ სცნო.

სასამართლოს დადგენილებით, თეა მაღრაძე "სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ" სამსახურში უნდა აღადგინოს და განაცდურიც აუნაზღაუროს.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ განთავისუფლებულ თანამშრომლებს არანაირი სამსახურეობრივი გადაცდომა არ ჰქონიათ და ისინი მხოლოდ რეორგანიზაციის საფუძველზე გაანთავისუფლეს, რაც ხშირშემთხვევაში მიზანმიმართულად ხდება.

2020 წლის თებერვალში სააგენტომ სამსახურიდან სულ 33 თანამშრომელი დაითხოვა. მათი ნაწილის სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება.

დღის ამბები