აქცია-პერფორმანსი იყო აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან-მოძრაობა "იმოქმედე"-ს და "ლელოს" აქტივისტებმა ცესკოს და უსკოს თავმჯდომარეების ფოტოები ჰელიუმის ბუშტებზე დაამაგრეს და ჰაერში გაუშვეს.
აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიას და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მსგავსი აქციებით მაქსიმალურად შეუქმნიან მათ დისკომფორტს.