07 სექტემბერი 2026,   07:31
ვრცლად
ქუთაისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები