სასამართოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვნის პროცესზე, მცხეთის აგარაკზე მყოფი ერთ-ერთი პირი სალომე ჭკადუა დაიკითხა, მან პასუხები ისაუბრა იმაზე, თუ ვინ მონაწილეობდა აგარაკის ჩხუბში, ე.წ. კიბის ეპიზოდში.
ჭკადუამ კონკრეტული გვარები დაასახელა. ფეხბურთელის საქმეზე 11 სრულწლოვანს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
მათგან სამი ბრალდებულის საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში განიხილავენ, სადაც ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.