06 სექტემბერი 2026,   22:00
ვრცლად
სამხედრო მზვერავებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

სამხედრო მზვერავებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. მე-2 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია წარმოადგინა.

სცენარის მიხედვით, დაზვერვის ასეულის დავალება დივერსიული ჯგუფის განადგურება იყო, რომლის მიზანსაც დესტაბილიზაციის მოწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ.

დღის ამბები